Friday, May 13, 2016

ტრენინგის შეჯამება

                             


     2016 წლის აპრილ-მაისში  გავიარე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეორე დონის ტრენინგი. (ტრენერი ქალბატონი ლალი გიგაური) მოდული მოიცავდა 39 საათს.  13 გაკვეთილის განმავლობაში ვეუფლებოდით იმ საბაზისო უნარ-ჩვევებს, რომლებიც შემდგომ, ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილის ორგანიზებისას გამოვიყენებ. ვიმუშავეთ გაკვეთილის გეგმაზე, ვისწავლეთ პრეზენტაციის მომზადება და შეფასების რუბრიკისათვის ელექტრონული სახის მიცემა, ვიმუშავეთ ცხრილებზე. ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა, ვფიქრობ, დროული და მნიშვნელოვანი შენაძენია ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის. უღრმესი მადლობა, ქალბატონ ლალის, ასეთი საინტერესო და ბევრის მომცემი ტრენინგებისთვის! 

Friday, May 6, 2016

1.პროექტის სახელწოდება - იყალთო - "ემბაზი რუსთველის სიბრძნის"

2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით;  მოსწავლეები მოიძიებენ და გაიღრმავებენ ცოდნას იყალთოს აკადემიისა    და იყალთოს სახალხო უნივერსიტეტის  დაარსებისა და მათი საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ;

3. აქტუალობა;    მშობლიური კუთხის უკეთ გაცნობა, ქართული კულტურის პატივისცემა და სიყვარული, მუდამ ახსოვდეთ და ეამაყებოდეთ რომ "აქ სწავლობდა შოთა რუსთაველი", რომ "აქ მარადისობა ბინადრობს, აქ ჭაბუკ შოთას ხმა ისმის!"

4.პროექტის მიზნები; სხვადასხვა წყაროდან (ინტერნეტი და ბეჭდური მასალები) ინფორმაციის მოძიება იყალთოს აკადემიისა და და სახალხო უნივერსიტეტის დაარსების შესახებ.
 მოძიებული ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე პრეზენტაციების შექმნა.
მზადება ღონისძიებისათვის - სახალხო დღესასწაული "შოთაობა", რომელზეც მოსწავლეების მიერ გამზადებული პრეზენტაციები იქნება წარმოდგენილი. 
პროექტის საზეიმო დახურვა და შეფასება.

5.მონაწილეთა ასაკი; IX კლასის მოსწავლეები;

6. ვადები / ხანგრძლივობა; 2 კვირა;

7.მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას; მოსწავლეები მოამზადებენ კედლის გაზეთებს, ბუკლეტებს, ვიდეო რგოლებს და განათავსებენ სკოლის ინტერნეტ გვერდზე; ამ რეკლამით   გაიზრდება დაინტერესება იყალთოს  მიმართ;

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები; ქართული ენციკლოპედია,ინტერნეტ რესურსები   https://ka.wikipedia.org/wiki/; karibche.ambebi.ge/.../istoria/2830-iyalthos-akademia.

9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები); პროექტის დაწყებამდე კიდევ ერთხელ დავათვალიერებთ იყალთოს აკადემიას, შეძლებისდაგვარად მოსწავლეები აკადემიის მომსახურე პერსონალიდან აიღებენ საჭირო ინფორმაციას და ამის შემდეგ მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებად მიცემული აქტივობების ირგვლივ:

     Iჯგუფი -  იმუშავებს მოიძიონ ინფორმაცია ასურელი მამის ზენონის მიერიყალთოს სამონასტრო კომპლექსის  დაარსების ისტორია, შექმნან პრეზენტაცია;  
                                                                                                                                                                     II ჯგუფი - იმუშავებს მოიძიონ ინფორმაცია  XI-XII საუკუნეებში არსენ იყალთოელის მიერ აკადემიის დაარსების ისტორია, შექმნან პრეზენტაცია; 

     III ჯგუფი - იმუშავებს მოიძიონ ინფორმაცია იყალთოს სახალხო უნივერსიტეტის შექმნის  და მისი რექტორის შესახებ;  

      IV ჯგუფი - იყალთო - ქართველ მწერალთა მუზა;

ბოლოს ჯგუფები შეაჯამებე მოძიებულ მასალებს და გააკეთებენ პრეზენტაციას სკოლის სააქტო დარბაზში,
10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;  საგანთაშორისი კავშირი: საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება;
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                ქართ. IX. 1 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.                                                                                                                                                                                                                              ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია  დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.      ქართ.IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი); ქეთო შაშვიაშვილი;

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა;qeto.shashviashvili@ gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი/;http://ict2-qeto.blogspot.com/

Thursday, April 14, 2016

14 აპრილი - ქართული ენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღედ საქართველოს ისტორიაში 1978 წელს  შევიდა.