Friday, May 13, 2016

ტრენინგის შეჯამება

                             


     2016 წლის აპრილ-მაისში  გავიარე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეორე დონის ტრენინგი. (ტრენერი ქალბატონი ლალი გიგაური) მოდული მოიცავდა 39 საათს.  13 გაკვეთილის განმავლობაში ვეუფლებოდით იმ საბაზისო უნარ-ჩვევებს, რომლებიც შემდგომ, ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილის ორგანიზებისას გამოვიყენებ. ვიმუშავეთ გაკვეთილის გეგმაზე, ვისწავლეთ პრეზენტაციის მომზადება და შეფასების რუბრიკისათვის ელექტრონული სახის მიცემა, ვიმუშავეთ ცხრილებზე. ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა, ვფიქრობ, დროული და მნიშვნელოვანი შენაძენია ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის. უღრმესი მადლობა, ქალბატონ ლალის, ასეთი საინტერესო და ბევრის მომცემი ტრენინგებისთვის! 

No comments:

Post a Comment